მხარდაჭერა

DVV INTERNATIONAL
 
ზრდასრულ მოქალაქეთა განათლების სისტემის განვითარება და საერთაშორისო თანამშრომლობა - უწყვეტი და გლობალური სწავლა 
ერთიან სამყაროში
 
გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი (DVV International) თავის საქმიანობას ახორციელებს როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. 
 
40წელზე მეტია, რაც ზრდასრულ მოქალაქეთა განათლების სფეროში თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო, ასევე სამოქალაქო 
საზოგადოებრივ და საუნივერსიტეტო პარტნიორ ორგანიზაციებთან მსოფლიოს თითქმისყველა კუთხეში:
 

·         აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკისა და ევროპის განვითარებად და ტრანსფორმირებად ქვეყნებში ორანიზაციის მცდელობა
 მიმართულია ზრდასრულთა განათლების სფეროს განვითარებისა დაგაძლიერებისკენ. ამასთან, მოსახლეობის უღარიბესი ფენების
ინტერესებიდან გამომდინარე, თითოეულ პარტნიორ ქვეყანაში ითვალისწინებს ადგილობრივ სიტუაციას და დარგობრივ კრიტერიუმებს.
·         განვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყნებთან ურთიერთობაში მთავარი აქცენტი კეთდება პროფესიული კადრების გაცვლაზე და მზარდ
 თანამშრომლობაზე ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებში.
·         ზრდასრულთა განათლების რეგიონალურ და საერთაშორისო პროფესიულ ასოციაციებთან ერთად მონაწილეობას ღებულობს 
საინფორმაციო და ლობისტურ საქმიანობაში საერთაშორისო დონეზე.
 
გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაცია (DVV)
 
DVV წარმოადგენს გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციას. იგი დაარსდა 1953 წელს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 
როგორც სათაო ორგანიზაცია, რომელიც ამჟამად თავის რიგებში 16 რეგიონალურასოციაციას აერთიანებს.

თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - თბილისი DVV International-თან 2012 წლიდან  თანამშრომლობს და ამ პერიოდდან იგი ცენტრის გენერალური სპონსორია.
როგორც პარტნიორი ორგანიზაცია DVV International-იაფინანსებს თანამედროვე ხელოვნების ცენტრის სამაგისტრო პროგრამას და ყოველწლიურად,
ათ სოციალურად დაუცველ სტუდენტს საშუალებას აძლევს უფასოდ მიიღოს მონაწილეობა ცენტრის სასწავლო პროგრამაში, ასევე აფინანსებს იმ გამოფენების
გამართვასა  და პუბლიკაციების ბეჭდვას, რომელიც  სასწავლო პროცესში სტუდენტების საერთო ძალისხმევით იქმნება.