კვლევა

 

კვლევა

 

კვლევა მიზნად ისახავს მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების ისტორიის ანალიზსა და ხელახალ გააზრებას როგორც დღევანდელი გადმოსახედიდან, ისე - საერთაშორისო პერსპექტივის მიხედვით. ფოკუსი მიმართულია ხელოვნებაზე, რომელიც საბჭოთა რეჟიმის პირობებში რეპრესირებული და გაცხრილული იყო, მთავარი აქტორები და თეორეტიკოსები კი, რომელთაც ამ პერიოდის ტენდენციები შექმნეს, პრაქტიკულად წაშლილ იქნენ ისტორიული მეხსიერებიდან. მეხსიერების ამ „დაკარგვის“ შედეგად დღეს ქართული ხელოვნების ისტორიის სათანადო, ხელშესახები აღქმა არ გაგვაჩნია. კვლევის მიზანია ამ სიცარიელის შევსება და ახალგაზრდა არტისტებისთვის საყრდენის, ორიენტაციისა და შედეგად - საკუთარი პოტენციალის რწმენის მოპოვებაში დახმარება. მიგვაჩნია, რომ წარსულის ანალიზი საძირკველია, რომელიც სათანადო სამომავლო განვითარებისთვის უნდა მომზადდეს.