სამაგისტრო პროგრამა

სამაგისტრო პროგრამა

 
 
„შემოქმედებითი მედიაცია“ სახელოვნებო საქმიანობის არაფორმალური, სრულგანაკვეთიანი სამაგისტრო პროგრამაა, რომელიც ცხრა თვეს გრძელდება. მოცემული საგანმანათლებლო პროფილი ჩამოყალიბდა იმ იდეაზე დაყრდნობით, რომ ხელოვანი არამხოლოდ ობიექტების შემქმნელი, არამედ საზოგადოებაში ახალი ვითარებებისა და კავშირების მაგენერირებელი - კურატორი, პროდიუსერი და ანიმატორია. 
 
პროგრამა ფოკუსირებულია სტუდენტების ისეთი უნარებითა და საშუალებებით აღჭურვაზე, რომლებიც აუცილებელია თანამდროვე ხელოვნების სამყაროში ფუნქციონირებისათვის და მოიცავს სრულ პროცესს ვიზუალური ხელოვნების შექმნიდან კონტექსტუალიზაციამდე.
 
ამჟამად არაფორმალური სამაგისტრო პროგრამა შემდეგ მოდულებს მოიცავს:
 
შემოქმედებითი მედიაცია - კონტექსტის პროდუქცია - ვატო წერეთელი
მოძრავი გამოსახულება/ვიდეო არტი - გიორგი სუმბაძე
ვიდეო მონტაჟი - დაჩი ეჩუაიძე
ინსტალაცია - მამუკა ჯაფარიძე
ფოტოგრაფია - გიორგი დადიანი
კონცეპტუალური ფოტოგრაფია  - მაკა ასათიანი/ვატო წერეთელი
აუდიო/საუნდ არტი - გიორგი ჟორჟოლიანი/ძიმა დადიანი
მუსიკა და გამოსახულება - თემურ ბაკურაძე
თანამედროვე ხელოვნების თეორია - ხათუნა ხაბულიანი
იკონოგრაფია - ლალი პერტენავა
კინოს თეორია - დიანა მაღლაკელიძე
კინო და დრო - დავით ჩუბინიშვილი
ხელობმებასთან დაკავშირებული ორგანული მეურნეობა - მამუკა ჯაფარიძე
ფსიქოლოგია - ნინო მახაშვილი
აღმოსავლური შემეცნება - ზურა ბადრიაშვილი
კრიტიკული წერა - ანუკა ლომიძე
სოციოლოგია - ნანა სუმბაძე
სივრცის მოდელირება - კოტე ჯინჭარაძე
მომთაბარე ცხოვრების წესი - გორანი
კონტექსტუალური პერფორმანსი - ნადია წულუკიძე
ხელობათა კვლევა - ნინო სეხნიაშვილი/გიორგი ცაგარელი
ფერწერა - თეა გვეტაძე
პროექტის შემოქმედებითი მენეჯმენტი-პრაქტიკული სესიები - გიორგი სპანდერაშვილი
ვიზუალური ხელოვნების ორგანული ტექნოლოგიები - ზაქრო შიოშვილი
პერფორმანსი - მარეიკე ვენცელი