ჩვენს შესახებ

 
თანამედროვე ხელოვნების ცენტრი-თბილისი დამოუკიდებელი, არასამეწარმეო, ინტერესთა ჯგუფზე დაფუძნებული ინსტიტუციაა. ის პლატფორმის სახით ფუნქციონირებს, სადაც საერთაშორისო, რეგიონალურ თუ ადგილობრივ სახელოვნებო სფეროში მომუშავე პირები, კურატორები, არტისტები, სტუდენტები და უბრალოდ, ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანები ერთმანეთს უკავშირდებიან და თანამშრომლობენ.
 
ცენტრის უმთავრესი საქმიანობა განათლებაა, თუმცა ამავდროულად, მისი აქტივობა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საგამოფენო პრაქტიკა, კვლევა, სარეზიდენციო პროგრამა, ტრიენალე, კონსულტირება და სხვა სერვისები. 
 
CCA-თბილისი 2010 წელს გაიხსნა გამოფენით : „ჯანმრთელობა“. მას შემდეგ პროდუქციის მუდმივი პროცესი, სხვადასხვა საჯარო ღონისძიებები, საგანმანათლებლო პროგრამები და გაცვლითი შესაძლებლობები ცენტრს ცოდნის პროდუქციის  და გაზიარების აქტიურ პლატფორმად აქცევს არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო დონეზე.