ტრიენალეს შესახებ

ტრიენალეს შესახებ

 

თბილისის პირველი ტრიენალე CCA - თანამედროვე ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით 2012 წელსგაიმართა და 19 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით გასტანა. მის ძირითად თემას არაფორმალური სახელოვნებო განათლება წარმოადგენდა. პირველი ტრიენალეს პროგრამა ერთი თვის განმავლობაში მიმდინარე გამოფენების, ვორკშოპებისა და სხვა საზოგადოებრივი აქტივობების სერიას აერთიანებდა. მასში მონაწილეობას იღებდნენ არტისტები, კურატორები, შემოქმედებითი კოლექტივები და თეორეტიკოსები მსოფლიოს 14 ქვეყნიდან. 2014 წლის ივლისში თბილისის ტრიენალე მსოფლიო ბიენალეების საერთაშორისო ასოციაციის (IBA) ასოცირებული წევრი გახდა. ტრიენალეს ფორმატი თბილისში ღონისძიების ყოველ მესამე წელიწადს ჩატარებას გულისხმობს. წელს 1-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით იმართება თბილისის მეორე ტრიენალე, რომლის თემა „თვითორგანიზებული სისტემებია“. 

თბილისის მეორე ტრიენალეს კონცეფციისა და პროგრამის დეტალური ინფორმაციის გასაცნობად მიჰყევით ქვევით მოცემულ ბმულს.

 

 

 

კონტაქტი: 

e-mail: tbilisi.triennial.sos@gmail.com 

0995 577 468 446

0995 558 900 400

0995 555 383 216

 

51 დ.უზნაძის .

0102 თბილისი, საქართველო