თბილისის მეორე ტრიენალე

თბილისის მეორე ტრიენალე

 

 

S.O.S - თვითორგანიზებადი სისტემები

01.10 – 30.10. 2015 

 

თვითორგანიზებადი სისტემები ხშირად გარდაქმნის პროცესში მყოფი, ერთი შეხედვით ქაოტური გარემოს შედეგია, რომელიც იერარქიული სტრუქტურებისადმი დაქვემდებარების ნაცვლად ცოდნის შექმნის ახალი ფორმების, კერძო ინიციატივის განვითარებისა და თვითკმარობისკენ მიისწრაფვის. საქართველო აკრძალვებით სავსე სივრციდან იდენტობისა და კომუნიკაციის ახალი ფორმების მაძიებელ სუბიექტად ტრანსფორმირდება. ამგვარად, ის საკუთარი თავის იმედად მყოფი, დამოუკიდებელი სტრუქტურის ჩამოყალიბების საინტერესო მაგალითია. 

 

ტრანსფორმაციის შედეგად წარმოქმნილი სტრუქტურები ე.წ. „ავტოპოეურ სისტემებად“ შეგვიძლია განვსაზღვროთ, რომლებსაც თვითშენარჩუნებისა და თვითწარმოქმნის უნარი გააჩნიათ; ისინი არც გარე გავლენებს ეყრდნობიან, არც გარეშე ძალაუფლების სტრუქტურების მიერ განსაზღვრა ესაჭიროებათ. ტერმინი „პოეზია“ ქვეყნის კოლექტიური მეხსიერების გამოხატვისა და ინტერპრეტაციის ერთ-ერთი გავრცელებული ინსტრუმენტია, რომელიც ნოსტალგიასთან მჭიდრო კავშირშია. ტერმინი „აუტოპოიესისი“ ეტიმოლოგიურად იმავე ძირიდან ამოდის - „პოიესის“ (ბერძნ. „შექმნა“), - რომელიც ვიზუალური პოეზიის ახალი ფორმის მეშვეობით წრებრუნვის, ურთიერთგავლენის, ბინარულობისა და მარადგანახლებადი გარემოს სირთულეების შეცნობის შესაძლებლობით არის აღსავსე.

 

ამ კონტექსტში CCA - „თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - თბილისი“ საქართველოში თვითორგანიზებადი დამოუკიდებელი სტრუქტურის მკაფიო მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ. საგამოფენო სივრცისა და არაფორმალური საგანმანათლებლო სისტემის კომბინირების გზით ცენტრმა თვითორგანიზებაზე დაფუძნებული, არაიერარქიული მუშაობის გარკვეული გამოცდილება დააგროვა.

 

თანამედროვე ხელოვნების ცენტრის“ მიერ ორგანიზებული თბილისის პირველი ტრიენალე (2012) ალტერნატიული სახელოვნებო განათლების თემას ეხებოდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ინდივიდებმა და საგანმანათლებლო პლატფორმებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან. თბილისის მეორე ტრიენალეს პროგრამაში წარმოდგენილი იქნებიან მსოფლიოში არსებული დამოუკიდებელი,შემოქმედებითი პლატფორმები და კოლექტივები, რომლებიც განსხვავებული ფორმებით ასახავენ საკუთარი თვითორგანიზებაზე დაფუძნებულ გამოცდილებისა და შემოქმედებით პრაქტიკას. თითოეული მონაწილე ამავდროულად განიხილება, როგროც საკუთარი გამოფენის პროდიუსერი. 

 

 

 

SOS - როგორც გადაუდებელი საჭიროების სიგნალი.

SOS - ამ შემთხვევაში, საკუთარ თავში მოიცავს პრობლემის გადაჭრის გზებსაც.