თბილისის მეორე ტრიენალე S.O.S

თბილისის მეორე ტრიენალე S.O.S

​​თბილისის მეორე ტრიენალე S.O.S
თვითორგანიზებადი სისტემები 01.10. 2015 – 30.10. 2015
 
თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა
 
გამოფენები
 
თანამედროვე ხელოვნების ცენტრი – თბილისი
ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი
გახსნა: 1 ოქტომბერი, 19:00
მისამართი: უზნაძის 51, 0102
 
გიო სუმბაძე (საქართველო)
ლევან ჭოღოშვილი (საქართველო)
რეგულა გატიკერი (შვეიცარია) / ეტნი ტორესი (კოლუმბია) / ედვინ ტორესი (კოლუმბია) / სანდრა ოსპინო (კოლუმბია) / რიკარდო ტორესი (შვეიცარია/კოლუმბია) / ფრედი ბაიონა (კოლუმბია)
მარტინკა ბობრიკოვა (სლოვაკეთი/ შვედეთი/ნორვეგია) / ოსკარ დე კარმენი (ესპანეთი / შვედეთი /ნორვეგია)
ირინა სუხი (ბელარუსი) / ჩმირ ფილიპი (ბელარუსი) / ევგენი იუნოვი (ბელარუსი) / იჰარ კორზუნი (ბელარუსი)
Art in General / ქრისტენ ჩაპა (აშშ) / ან ბარლოუ (აშშ) / ადელიტა ჰუსნი-ბეი (იტალია)
არტ-ვილა გარიყულა / ყარამან ქუთათელაძე (საქართველო) / მაია ჩიკვაიძე (საქართველო)
JazzBar089 /კნუტ ივარ ეზერი (გერმანია) / ადრიან ბუშმანი (გერმანია) / ანა ფერი (გერმანია) / შტეფან იანიცკი (გერმანია) / ზიმონ ლესიჰი (გერმანია) / ვერა ლუტცი (გერმანია) / ოლგა პედანი (გერმანია) / ზაქარიას ვაკვიცი (გერმანია)
იუზას ლაივისი (ლიტვა) / იურგიტა ლაივე (ლიტვა)
დანაე ვალენსა (ავსტრალია) და საიმონ მაკგინესი (ავსტრალია)
ჯონ ირიგოიენი (ფინეთი/ესპანეთი) / ნატა ფერაძე და „პარტიზანული მებაღეობა“ (საქართველო)
Mémento / ლუკა ბახსოლიანი / ელენე მალაშევსკი-ჯაყელი (საქართველო)
მაქს მაჩაიძე (საქართველო)
 
 
თბილისის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა
მისამართი: მ. ალექსიძის 1-4¼; თბილისი 0193 
გახსნა: 2 ოქტომბერი, 15:00
 
მინა ჰენრიკსონი (ფინეთი) და New Colective (საქართველო)
 
 
ევროპის სახლი
მისამართი: შალვა დადიანის 2; თბილისი 0105
გახსნა: 2 ოქტომბერი, 17:00
 
ირინა პოპიაშვილი (საქართველო) / ლუკა ცეცხლაძე (საქართველო)
GosLab / ნინო ჩუბინიშვილი (ჩუბიკა), თეა ჯორჯაძე, მაია სუმბაძე, სალომე მაჩაიძე, ნატალია ბერიძე, გოგი ძოძუაშვილი, ზაზა რუსაძე, თამუნა ქარუმიძე, ლევან ნუცუბიძე, გიო სუმბაძე / კურატორი: ლიკა ჭკუასელი (საქართველო)
 
 
გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი
მისამართი: გ. ჭანტურიას 8, თბილისი 0108,
გახსნა: 2 ოქტომბერი, 19:00
 
იოჰანა ბინდერი (ავსტრია) / პატრიკ სანდრი (შვეიცარია) / კლაუს შტეფანი (ავსტრია)
ავსტრიის ხელოვნების პლატფორმა (APA) თინა ბეპერლინგი (ავსტრია) /ირენე ჰოენბიუჰლერი (ავსტრია) / ქრისტინე ჰოენბიუჰლერი (ავსტრია)
ALOV / ასმერ აბდულაევა (აზერბაიჯანი) / ან ბაუმანი (დიდი ბრიტანეთი) / დადაშ მამედოვი (აზერბაიჯანი) / საბინა შიხლინსკაია (აზერბაიჯანი) / სარა ნილ-ჯოუნსი (დიდი ბრიტანეთი)
 
სასტუმრო რუმსი / მიწისქვეშა სადგომი
მისამართი: მერაბ კოსტავას 14; თბილისი 0108
გახსნა: 2 ოქტომბერი, 20:00
ფრენსის ბელზერი და ევა ვანდელერი (შვეიცარია)
 
ქალაქი რუსთავი
მისამართი: კლდიაშვილის 7-20 ქ. რუსთავი 3700
გახსნა: 3 ოქტომბერი, 15:00
 
ტარა მაკდაუელი (აშშ) / ნიკ ტამენსი (აშშ) / ჯევდეთ ერექი (თურქეთი) / ლეონე კონტინი (იტალია) / ჯორჯ ეგერტონ-უორნბორტონი (ავსტრალია) / ჰელენ გროგანი (ავსტრალია) / ეშ კილმარტინი (ახალი ზელანდია) / ემი ფრანჩესკინი (აშშ) / იევა მისევიჩიუტე (ლიტვა) / კატერინა შედა (ჩეხეთის რესპუბლიკა)
ბლოკ 21 / ალექსი სოსელია / ანა ჩადუნელი / გალაქტიონ ერისთავი / გვანცა ჯიშკარიანი / გიორგი სპანდერაშვილი / თამარ ჩადუნელი / თამარ მუსხელიშვილი / დავით მიგრიაული (საქართველო)
 
 
შინდისის საველე აკადემია
მისამართი: სოფელი შინდისი
გახსნა: 4 ოქტომბერი 17:00
 
მამუკა ჯაფარიძე (საქართველო)
 
ქვემო მაჩხაანის თეატრი - მისამართი: ქვემო მაჩხაანის თეატრი
გახსნა: 10 ოქტომბერი, 15:00
 
მარეიკე ვენცელი (გერმანია) / თამთა მელაშვილი (საქართველო) / ლილი მამულაშვილი (საქართველო)/ხატია ჭოხონელიძე (საქართველო)/სალომე დუმბაძე (საქართველო) / ქეუ მეფარიშვილი (საქართველო)/ მარიამ გაბრიჩიძე (საქართველო), იკა ჯოჯუა (Aghnie) (საქართველო)/სალომე პაპუაშვილი (საქართველო)/ ლუკა პაპუაშვილი (საქართველო)/ მაკა ჭუჭულაშვილი(საქართველო)/ თორნიკე პაპუაშვილი(საქართველო) /ფრიდონ მენთეშაშვილი(საქართველო)/მიშა მენთეშაშვილი(საქართველო)
 
 
გალერეა ნექტარი
მისამართი: დ. აღმაშენებლის 16
გახსნა: 21-25 ოქტომბერი, 19:00
 
ფრანცისკა კოხი (შვეიცარია) / რომი რიუგერი (შვეიცარია) / ვიმ კოხი (შვეიცარია)
 
საქართველოს მწერალთა სახლი
მისამართი: მაჩაბლის 13, თბილისი 0105
გახსნა: 22 ოქტომბერი, 17:00
 
MAF-ის მემუარები / კურატორი: ხათუნა ხაბულიანი
 
 
მოძრავი გალერეა / Project ArtBeat
გახსნა: 25 ოქტომბერი, 12:00 – 19:00
 
ჯგუფი ბულიონი (საქართველო)
 
პროექტები საზოგადოებრივ სივრცეებში
 
რიყის პარკი / თბილისი
გახსნა: 2 ოქტომბერი, 14:00
ალარდ ვან ჰურნი (ნიდერლანდები)
 
სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორია / თბილისი
გახსნა: 3 ოქტომბერი, 14:00
ქრისტიან ელოვარა დინეზენი (დანია)
 
ძველი იპოდრომის ტერიტორია / თბილისი
გახსნა: 17 ოქტომბერი, 15:00
ჯონ ირიგოიენი (ფინეთი/ესპანეთი) / ნატა ფერაძე და „პარტიზანული მებაღეობა“ (საქართველო)
 
გუდიაშვილის სკვერი/თბილისი
გახსნა: 18 ოქტომბერი, 17:00
Sara&Natascha (შვეიცარია)
 
 
 
 
თბილისის ტრიენალეს ფორუმი
 
მისამართი: დ. უზნაძის ქ. #51
თანამედროვე ხელოვნების ცენტრი თბილისი
3-4 ოქტომბერი, 10:00 – 13:00
 
 
ვორქშოპები/ლექციები/პრეზენტაციები
 
1 ოქტომბერი, 19:00
იესპერ აბილი (დანია)
მისამართი: თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - დ.უზნაძის 51, თბილისი 0102
 
4 ოქტომბერი, 17:00
გორდონ ჰოლი (აშშ)
მისამართი: თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - დ.უზნაძის 51, თბილისი 0102
 
27ოქტომბერი, 12:00-17:00
28 ოქტომბერი,16:00-20:30
ანუკა ლომიძე (საქართველო)
 
მისამართი: თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - დ.უზნაძის 51, თბილისი 0102
 
29 ოქტომბერი, 19:00
„სათემო განათლების ცენტრი“
მისამართი: კავკასიური სახლი - გ.ტაბიძის 20, თბილისი, 0105
 
 
CCA - თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - თბილისი
 
მისამართი: უზნაძის 51, 0102
გახსნა: 1 ოქტომბერი, 19:00
 
 
გიო სუმბაძე
 
მაქს მაჩაიძე
 
 
"Resurrection of Alive"
 
ლევან ჭოღოშვილი
(საქართველო)
 
 
პროექტი ‘Resurrection of Alive’ („ცოცხლების აღდგომა“) წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ხელოვნების ცენტრში (CCA-Tbilisi). საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენს მიერ შექმნილი ორგანიზაციები მოიცავდა ფაქტობრივად ყველა სფეროს; არქიტექტურული და ურბანული საბჭოდან დაწყებული ღვინის წარმოებით დამთავრებული. დაგროვდა დოკუმენტაციის დიდი რაოდენობა, რომელიც ასახავს როგორც სოციალურ პრობლემებს, ასევე იმ უნიკალურ და იუმორისტულ ფაქტებს, რაც მხოლოდ ამ ეპოქაში შეიძლებოდა მომხდარიყო. ასევე, არსებობს, მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართული ავანგარდის დოკუმენტაცია, რომელიც იმდენად იყო საბჭოთა პერიოდში აკრძალული, მეხსიერებიდან საგანგებოდ ამოშლილი, რომ დღესაც კი არ უკავია ადგილი ისტორიულ, კულტურულ, სოციალურ, სახელოვნებო ფასეულობათა რიგში. საინტერესოა, რომ არა მხოლოდ სახელოვნებო, არამედ ინტერდისციპლინური - სოციალური, კულტურული, გენდერული, სამეცნიერო, ისტორიული თვით-ორგანიზებადი სისტემები იქმნებოდა. ისინი უცნაურად ემთხვევა დღევანდელ სისტემებს. ამ დამთხვევებზე შეიქმნება ტექსტი, რომელიც წაკითხული იქნება შესაბამისი ვიდეომასალის ჩვენებით.
 
 
 
 
 
Memento
 
ლუკა ბახსოლიანი, ელენე მალაშევსკი-ჯაყელი
(საქართველო)
 
 
 
„სუფრაზე მეტი“
მონახაზი, რომელიც მარცხისთვის მზად არის
 
მარტინკა ბობრიკოვა
(სლოვაკეთი/შვედეთი/ნორვეგია)
 
ოსკარ დე კარმენი
(ესპანეთი/შვედეთი/ნორვეგია)
 
 
 
 
„სუფრაზე მეტი - მონახაზი, რომელიც მარცხისთვის მზად არის“ პროექტია, რომელიც ინტერდისციპლინური ექსპერიმენტული მიდგომის გზით საკვებისა და ხელოვნების თემებს სოციალური ცვლილების საკითხის ქვეშ აერთიანებს. ის უცნობი გზებით ვითარდება, როგორც სწავლისა და არტისტული კვლევის პროცესი და იწყება საზოგადოებრივი კომუნიკაციის ძირითად ფორმაზე დაკვირვება, რომელიც საქართველოში კვებასა და სმას უკავშირდება. საკითხების ამ გაერთიანების სავარაუდო შედეგი ამჟამინდელი სამყაროს ამსახველი იქნება, წარმოადგენს რა განსხვავებულ სოციალური მოდელს, რომელიც უფრო მეტად დაინტერესებულია ადგილობრივი ჩარჩოს კონსოლიდირებითა და ახალი კულტურული ქსოვილის წარმოქმნით. სავარაუდოდ, ეს უფრო მდგრადი მუშაო მოდელი იქნება. ის ასევე ხაზს უსვამს მოქმედების ვიზუალურ და სემანტიკურ პოტენციალს, ავითარებს რა განსხვავებულ თანამშრომლობით კავშირებს ადამიანებს, სივრცესა და დროს შორის. ეს ტრანსფორმაცია წარმატებული მომავლის გასაღებია, რომელიც ამჟამად კრიზისში მყოფი ამჟამინდელი სოციალური, კულტურული და პოლიტიკური სტრუქტურის ჩამანაცვლებელი უნდა იყოს. სოციალური და ეკონომიკური აქტივობის ახალი ველი, რომელიც კერძო და სამთავრობო ინდუსტრიების მიღმაა, თუმცა კვლავაც მოქალაქეების და სახელმწიფოს ძალების გაერთიანების საფუძველზე ნარჩუნდება.
 
 
http://kitchendialogues.com
 
 
„ზეიმი, როგორც თემის გაძლიერების საშუალება”
 
ჯონ ირიგოიენი
(ფინეთი/ესპანეთი)
 
 
ჯონ ირიგოიენის პროექტი თბილისის მეორე ტრიენალესათვის წარმოადგენს ინტერესთა ჯგუფთან კოლაბორაციის პროცესს თემის გაერთიანებისთვის განსაზღვრული აქტივობებისა და ღონისძიებების მეშვეობით. პროექტი ნატა ფერაძესთან/პარტიზანულ მებაღეობასთან თანამშრომლობით განხორციელდება.
პროექტის სამუშაო სივრცე იქნება ძველი იპოდრომის პარკი - რეკრეაციული სივრცე საბურთალოს დასახლების მახლობლად. ეს სივრცე - ძველი საბჭოთა იპოდრომის ნანგრევები დღეისათვის პოპულარული საჯარო ადგილია, სადაც სხვადასხვა ინტერესების, წარსულისა და წარმოშობის ხალხი ხვდება ერთმანეთს. ეს მნიშვნელოვანი ალტერნატიული სოციალური სივრცეა. თავშეყრისა და ზეიმების მრავალფეროვანი პროცესების მეშვეობით პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების, სოციალური აქტივობებისა და სამეზობლოების განსხვავებული დინამიკის გაძლიერებასა და ხელშეწყობას.
მოსალოდნელი შედეგებია "საერთო ჰორიზონტალური საზოგადოებრივი მოძრაობების", "ტერიტორიის", "საზოგადოების გაძლიერებისა" და "საჯარო სივრცეში განხორციელებული სახელოვნებო პრაქტიკის" ცნებების განვითარება და სიტუაციური კვლევა.

 

 
“პოლ გოგენის ცხოვრება თბილისში”
 
ჯოზას ლაივისი/იურგიტა ლაივე
(ლიტვა)
 
არტისტმა ჯოზას ლაივისმა 40 წლის ასაკში შეწყვიტა ინდივიდუალური შემოქმედებითი საქმიანობა. სურვილი, ეცხოვრა პოლ გოგენის ცხოვრებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი იყო. სიმწიფის ასაკს მიღწეულმა მსოფლიოში აღიარებულმა პოსტ-იმპრესიონისტმა ნამუშევრების შექმნა შეწყვიტა.
ეს თვითორგანიზებულ სისტემად ფუნქციონირებაა. პროექტი მიზნად ისახავს დისციპლინის, როგორც დესტრუქციული ძალის ინტერპრეტაციის გადალახვას. ის განიხილავს დისციპლინას, როგორც ნებაყოფილობით აკრძალვას, რომელსაც პიროვნებები შეუზღუდავი თავისუფლებით გამოწვეულ აღელვებასთან კონსტრუქციული გზით გასამკლავებლად ირჩევენ.
 
 
 
 
ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი
 
მისამართი : უზნაძის 51, 0102
გახსნა : 1 ოქტომბერი, 19:00
 
 
“Les voy a contar la historia” ("მოგითხრობთ ამბავს")
 
რეგულა გატიკერი
(კოლუმბია/შვეიცარია)
 
"პავეროს" - იძულებით გადაადგილებული კოლუმბიელი ფერმერების თემი თავისი უფლებების დასაცავად მშვიდობიანი პროტესტის ფორმად ხელოვნებასა და თემის თვით-ორგანიზებას მიმართავს. ტრიენალეს ფარგლებში ისინი ადგილობრივ ფერმერებს თავიანთ გამოცდილებას გაუცვლიან.
ასოციაცია "კონაქტი" (შვეიცარია), ფერმერთა ასოციაცია ASOCAB და „ჩასკის“ ფონდი (კოლუმბია) ერთობლივად ახორციელებენ პროექტს "მოგითხრობთ ამბავს" - ლას პავასის ფერმერთა თემის ისტორიული მეხსიერების შინაარსით დატვირთულ და აუდიოვიზუალურ კომპილაციას, რომელშიც მთავარი გმირები ამბავს სიმღერით მოგვითხრობენ. ლას პავასის ფერმერთა ოჯახებს უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე სამჯერ მოუწია გადასახლება. მიწაზე, რომელსაც ისინი ამუშავებდნენ, პალმის ზეთის გამომუშავების უზარმაზარი ინდუსტრიული პროექტი განვითარდა. მას შემდეგ მოსავალი გამუდმებული წნეხის ფონზე მოჰყავდათ. ფერმერები, რომლებიც მშვიდობიანად ცდილობენ საკუთარი უფლებების დაცვას, მთავრობის მიერ მიწების მათთვის დაბრუნებას ელიან. მიწისათვის მშვიდობიან ბრძოლაში ლას პავასელი ქალები და მამაკაცები მუსიკას წინააღმდეგობის არაძალადობრივ ფორმად იყენებენ. ამ განსხვავებული გზით ისინი ტრადიციას "ცოცხლად" ინარჩუნებენ და თავიანთ ისტორიებს ამგვარად უკვდავყოფენ.
 
 
 
 
“ჩემი სახლი ჩემი ციხე-სიმაგრეა”
 
JazzBar089/ კნუტ ივარ ეზერი/ადრიან ბუშმანი/ანა ფერი/ შტეფან იანიცკი/ზიმონ ლესიგი/ვერა ლუტცი/ოლგა პედანი და ზაქარიას ვაკვიცი.
 
(გერმანია)
 
‘’JazzBar089“ არტისტების შექმნილი სივრცეა მიუნხენში, რომელიც გამოფენებისათვის სხვადასხვა ლოკაციებს იყენებს, წარმოადგენს რა გამოფენას, როგორც თავად ხელოვნების ნიმუშს.
Munich Rathskeller - ის ბათქაშისა და ტექსიტლისგან დამზადებული ვერსია იმუშავებს, როგორც დეკორაცია, სადაც ინდივიდუალური ნამუშევრები განთავსდება. "Rathskeller" - მუნიციპალიტეტის შენობის სარდაფში მოწყობილი ტრადიციული გერმანული ტავერნაა. ფეოდალები, ცისფერსისხლიანები და ხელოვნების მსახურები განუდგნენ ქალაქის ცენტრს, იკვებებოდნენ რა სირაქლემებისა და კაკბების ნაყროვანებით სავსე კვერცხებით შუმანების უნაყოფო ტაძრებში. დღეისათვის "Rathskeller"-ის გოთიკური არქიტექტურა სტუმრებს სევდიან კაბინებში თავმოყრის საშუალებას აძლევს, სთავაზობს რა ფიზიკური საიდუმლოებების ინფორმაციის სწრაფი დინების საუკუნეში გამოჩარხვის საშუალებას.
აკადემიის წარმომადგენლები თეორიის დამამშვიდებელ ბალიშებში ჩაფლულან, ხმამაღლა მსჯელობენ რა ... მმმმ ... შეკითხვებზე??!!!
 
კაპიტალიზმსვერაფერიკლავს
 
ამასობაში პერიფერიელ ბოჰემიელთა (საბრძოლველად შემართული) მცირე ჯგუფი მივიდა შემდეგ დასკვნამდე: ამ მძიმე სამუშაოს დედაც. ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა.
 
 
 
„თვითორგანიზების 3 მნიშვნელობა“
 
„ბელარუსული კლიმატი“/ ირინა სუხი/ჩმირ ფილიპი/ევგენი იუნოვი/იჰარ კორზუნი/დმიტრი სტოცევი
 
(ბელარუსი)
 
 
კინემატორგაფიული, თხრობისა და პერსონალური შემოქმედების ტრადიციები ზეპირსიტყვიერი ფილმის ახალ სტრუქტურულ ქსოვილს წარმოქმნის.
სოციალური თვითორგანიზება ირლანდიური პაბის სივრცეში ზარის ხმის მეშვეობით.
სამყარო ცივდება - ესეც თვითრგანიზაციაა. ტექსტი ვიზუალური სემანტიკური ერთეულებიდან მოდის და ტექსტი ჩნდება, როგორც ფურცელზე ფოტოს მეშვეობით თხრობის ენტროპიის შედეგი.
 
 
საფოსტო ბარათები უკაცრიელი კუნძულიდან
 
ადელიტა ჰუსნი-ბეი
(იტალია)
 
კურატორი: ენ ბარლოუ, „არტ ინ ჯენერალ“ (აშშ)
 
 
ადელიტა ჰუსნი-ბეი არტისტი და მკვლევარია, რომლის საქმიანობა თანამედროვე დასავლურ საზოგადოებებში ჰეგემონური იდეოლოგიების კონტრ-რეპრეზენტაცია და ანალიზია. ინსტალაცია "საფოსტო ბარათები უკაცრიელი კუნძულიდან" თავისუფალი პედაგოგიისადმი, კერძოდ, თანამედროვე საზოგადოებებში რადიკალური განათლების პოტენციალისადმი ინტერესიდან დაიბადა. ბავშვები, რომლებიც ვიდეოში ჩანან, "Ecole Vitruve"-ის მოსწავლეები არიან. ეს ინსტიტუტი თვითმართვადი დაწყებითი საჯარო სკოლაა, რომელიც თანამშრომლობასა და არა-შეჯიბრებითობაზე დამყარებულ ექსპერიმენტულ საგანმანათლებლო მოდელებს ეყრდნობა. უილიამ გოლდინგის "ბუზთა ბატონის" სიუჟეტის მიხედვით, 7-დან 10 წლამდე ასაკის ბავშებს სთხოვეს, სკოლის სააქტო დარბაზში უკაცრიელი კუნძული აეგოთ. სამკვირიანი ვორკშოპის მანძილზე ბავშები თვითმმართველობის, ინსტიტუციების არარსებობის, დასჯისა და ძალაუფლებისთვის ბრძოლის, იმიგრაციასთან გამკლავების, საჯარო სივრცის მნიშვნელოვანების, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ცნებებსა და საკითხებს გაეცნენ.
 
 
საარქივე მასალა, 2011-2015
 
ექსპერიმენტული ლექციების ცენტრი
კურატორი: ქრისტენ ჩაპა, „არტ ინ ჯენერალ“
(აშშ)
 
„ექსპერიმენტული ლექციების ცენტრი“ სახელოვნებო ცენტრია, რომელიც არტისტებს, თეორეტიკოსებს და კულტურის სხვა მწარმოებლებს საჯარო ლექციის ფორმატში თანამონაწილეობისათვის საჭირო პლატფორმით უზრუნველყოფს. „ექსპერიმენტული ლექციების ცენტრი“ ახალ სალექციო პერფორმანსებს არამხოლოდ თითოეული ლექციის შინაარსსა და სტრუქტურაზე ფოკუსირებისათვის საჭირო ღონისძიების გამართვის, არამედ ლექციის, როგორც შემოქმედებითი პლატფორმის ორგანიზების ფუნქციას ანიჭებს. ცენტრი 2011 წელს დაარსდა არტისტ გორდონ ჰოლის მიერ და მას შემდეგ 26 ახალი ლექცია გამართა. ღონისძიებები მოეწყო შემდეგ ინსტიტუციებში : Alderman Exhibitions (Chicago, IL), Recess (New York, NY), MoMA PS1 (New York, NY), and The Shandaken Project (Shandaken, NY). „ექსპერიმენტული ლექციების ცენტრმა“ 2014 წლის უიტნის ბიენალეს ფარგლებში „არტისტული სემინარები“ წარმოადგინა. თბილისის მეორე ტრიენალეზე გამოიფინება ცენტრის არქივიდან შერჩეული მასალა - ვიდეო დოკუმენტაცია, პოსტერები, ტექსტები და ხელნაწერი ტრანსკრიპტები.
 
 
 
 
გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი
 
მისამართი : გ. ჭანტურიას 8, 0108
გახსნა : 2 ოქტომბერი, 19:00
 
 
ავსტრიის ხელოვნების პლატფორმა (APA)
 
თინა ბეპერლინგი/ ირენე ჰოჰენბუჰლერი/ კრისტინ ჰოჰენბუჰლერი
(ავსტრია)
 
 
ავსტრიის ხელოვვნების პლატფორმა (APA) ტრიენალეს პროგრამაში წარმოდგენილი იქნება, როგორც მხატვრული კვლევა და მიზანმიმართულად დაიკავებს ამჟამინდელი ესთეტიკური თეორიების საწინააღმდეგო პოზიციას. ჭარბი სტიმულაციის და გადაღლის ნიშნები იმაზე მეტყველებს, რომ კაცობრიობა თვითდესტრუქციის პროცესშია, ამიტომ ჩვენ გვირჩევნია ამ კულტურულ კრიზისს სახელი დავარქვათ. კვლევაში მონაწილეობას მიიღებენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, საკუთარი პერსპექტივის გადაფასებაზე იმუშაონ და ასევე, ხანდაზმულნი, რომლებიც “Broken Age”-ის (სიტყვასტყვით „გატეხილი ეპოქა“) ჩვენეულ დებულებას იზიარებენ, მაგრამ მომავალი სწყურიათ.
კვლევას ფართო გამოცდილებაზე დაყრდნობითა და საზოგადოებრივი პროექტებისა და კოოპერატიული სტრატეგიების მეშვეობით ავსტრიელი არტისტები - ირენე და კრისტიან ჰონებუხლერი განახორციელებენ.
“რადგან არ შეგვიძლია ამჟამინდელი მდგომარეობიდან სრულად გათავისუფლება და რაიმე ახლის შექმნა, ვცდით კოლაბორაციას, რათა პატარ-პატარა გაუმჯობესებებს მივაღწიოთ, საჯაროს თუ ინსტიტუციურს, ნახატებითა თუ ობიექტებით. რამდენადაც პროექტში მონაწილეობას უამრავი ადამიანი იღებს, მთელი პროცესის ზრდადობა ამ პროექტის მთავარი ღერძია”.
 
 
 
 
"გახეული ღრუბელი" და "ფულით ხატვა"
 
დანაე ვალენსა & საიმონ მაკგინესი
(ავსტრალია)
 
"გახეული ღრუბელი" არის ფილმი ინსტალაციის აწყობაზე, სადაც ხელებს უჭირავთ პლატფორმა უცნობი ობიექტისათვის. ნამუშევარი ასახავს სკულპტურის აწყობის პროცესს, რომელიც გადააფასებს და ხელახლა თარგმნის თავსმოხვეული უცნობი სოციალური, პოლიტიკური და კულტურული პოზიციების ვითარებებში ფუნქციონირებადი საზოგადოების ამჟამინდელ ყოფით ღირებულებებს.
"ფულით ხატვა" ქართული ბანკნოტების ფერების ზუსტი გამოყენებით მიღებული აბსტრაქტული იმიჯია.
 
 
'Georgia Inness'
 
იოჰანა ბინდერი
(ავსტრია)
 
პატრიკ სანდრი
(შვეიცარია)
 
კლაუს შტეფანი
(ავსტრია)
 
'Georgia Inness' სამი არტისტის მიერ წამოწყებული პროექტის სათაურია. ჯგუფის სამუშაო პროცესი ფერწერის მედიაში სტრუქტურების გარშემო წარმოქმნილი ინფორმაციის გაცვლას, კერძო კვლევებსა და დისკუსიებს მოიცავს. სამივე არტისტს ფერწერისადმი მსგავსი კონცეპტუალური მიდგომა და განათლება, აზრისა და ფორმის ვიზუალური რეალიზაციის მხატვრული ძიების მეთოდი აქვს. არტისტები ეცდებიან ფერწერის არსებითი და წმინდა ფორმის პოვნას მისი პატარა ნაწილების წმენდა-მოშორებით, ანალიზისა და გააზრების გზით; მისი ანალიზისა და მთლიანის შემადგენელი ნაწილების რეალიზებით; გათავისუფლდებიან ყველა გარე ელემენტისაგან, რათა იპოვონ სუფთა, პირველადი ფორმა და ასახონ ფერწერა, როგორც თავად შინაარსი.
 
 
 
 
ALOV
 
ასმერ აბდულაევა (აზერბაიჯანი)
ან ბაუმანი (გერმანია)
დადაშ მამედოვი (აზერბაიჯანი)
საბინა შიხლინსკაია (აზერბაიჯანი)
სარა ნილ-ჯონსი (დიდი ბრიტანეთი)
 
ხელოვნების პროფესიონალები და პრაქტიკოსები: ასმერ აბდულაევა, ან ბაუმანი, დადაშ მამედოვი, საბინა შიხლინსკაია და სარა ნილ-ჯონსი აზერბაიჯანში/ბაქოში დამოუკიდებელი სახელოვნებო პლატფორმის შესაქმნელად ერთიანდებიან. სამხრეთ კავკასიაში ხელოვნების სფეროში თვითორგანიზებული და დამოუკიდებელი სისტემები და ხელოვნების კრიტიკული გააზრება იშვიათობაა. ამის მიზეზები ძალაუფლებისა და საზოგადოების ურთიერთმიმართების ისტორიული და თანამედროვე ასპექტებია. ამგვარი ვითარების მიუხედავად, არტისტები და ხელოვნების პრაქტიკოსები სხვადასხვა ფორმით ახერხებენ თვითორგანიზებას. დამოუკიდებელი ხელოვანთა პრეზენტაციების ორგანიზების გზით, ALOV - როგორც მულტიპლიკატორი ამ პოტენციალის მოკვლევასა და გაერთიანებას ცდილობს. ამჟამინდელი დამოუკიდებელი ხელოვანის ნამუშევრისა და სახელოვნებო სტრატეგიების მაგალითის სახით თბილისის ტრიენალეზე ALOV ელდარ აკბაროვის ფოტონამუშევრებს წარმოადგენს.
 
 
 
თბილისის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა
 
მისამართი: მ. ალექსიძის ¼; 0193 
გახსნა: 2 ოქტომბერი, 15:00
 
მინა ჰენრიკსონი და "ნიუ კოლექტივი"
(ფინეთი/საქართველო)
 
"ნიუ კოლექტივი" - თანამედროვე ხელოვნების ცენტრის კურსდამთავრებული 12 გოგონას მიერ დაარსებული ჯგუფი თბილისის მეორე ტრიენალესთვის მინა ჰენრიკსონთან ერთად იმუშავებს. "ნიუ კოლექტივი" - 2014 წელს, თბილისში, მინა ჰენრიკსონის 2 კვირიანი ვორქშოფის შედეგად შეიქმნა. ვორქშოფის მთავარი მიზანი იყო, რომ მოეთხოვათ სამუშაო სივრცე მხატვრებისათვის. მეორე ტრიენალე ზუსტად კოლექტივის შექმნის 1 წლის თავზე ტარდება და მასზე მთელი წლის აქტივობები, მათ შორის სამუშაო სივრცის მიღების წარმატებული მცდელობა იქნება წარმოდგენილი. მოხდება აზრთა გაცვლა იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება, შეასრულო თვით-დაკისრებული ვალდებულება: შექმნა „სასარგებლო“ საზოგადოებრივი ხელოვნების ნამუშევარი და იმუშაო როგორც კოლექტივმა, არასამთავრობო ორგანიზაციამ. ასევე იგეგმება ახალი აქტივობის განხორციელება.
"ნიუ კოლექტივის" წევრები არიან: ანა ჩადუნელი, თამარ ჩადუნელი, თამუნა დადალიზა, ელენე გაბრიჩიძე, თამარა გობრონიძე, ანა ჯიქია, გვანცი ჯიშკარიანი, ნატალია ყიფიანი, ანა მარტიაშვილი, თამარ მჭედლიშვილი, ხატია ჭოხონელიძე, ვალერია ტვარდოვსკაია.
ნიუ კოლექტივი ინტერნეტში: http://newcollectivetb.tumblr.com/
 
 
„რუმს ჰოტელ თბილისი“
მერაბ კოსტავას 14; თბილისი 0108
გახსნა : 2 ოქტომბერი, 20:00
 
 
„წესები და ჩვეულებები - ხელსაწყო #40“
ევა ვანდლერი /ფრენსის ბელზერი
(შვეიცარია)
 
ევა ვანდლერის ვიდეო-ნამუშევრები ფოკუსირებულია სკულპტურისა და კინოს ტექნიკის მეშვეობით სხეულის გამოსახულებასა და სოციალური მოვლენების მანიფესტაციაზე. ევა ვანდლერისა და ფრენსის ბელზერის ერთობლივ ნამუშევარში (მასალა - თეთრი ტილო, შავ საღებავში ამოვლებული ფეხები) ევა ვანდლერის სხეული გამოიყენება, როგორც შტამპი და გარდაიქმნება სამუშაო ხელსაწყოდ. კვადრატის ფორმის შემოსაზღვრულ თეთრ ზედაპირზე სიარულისა და ცეკვის დროს, ნიშნები და ნაკვალევები ჩნდება. ამ პროცესის დროს პერფორმერი განვითარებად სურათში - შავ კვადრატში, უფრო და უფრო უჩინარდება. პერფორმერის მოძრაობისა და მუშაობის ფონზე ფრენსის ბელზერის ადაპტირებული “ანკორა ტუ”-ს მელოდია და სიტყვები კიდევ ერთ ფენას ქსოვს. ორი არტისტი სვამს კითხვებს ხელოვნების შექმნაზე, შემქნელსა და შექმნილს შორის დაძაბულობასა და პროცესსა და გაცვლაზე.
 
 
„ევროპის სახლი“
 
მისამართი: შალვა დადიანის 2; 0105
გახსნა: 2 ოქტომბერი, 17:00
 
გოსლაბი
 
ნინო ჩუბინიშვილი (ჩუბიკა), თეა ჯორჯაძე, მაია სუმბაძე, სალომე მაჩაიძე, ნატალია ბერიძე, გოგი ძოძუაშვილი, ზაზა რუსაძე, თამუნა ქარუმიძე, ლევან ნუცუბიძე, გიო სუმბაძე.
(საქართველო)
 
კურატორი: ლიკა ჭკუასელი
(საქართველო)
 
 
“ეს მეგობრების წრე იყო, რომლებსაც სურდათ შემოქმედებითი თამაში და გართობა - იმდენად, რამდენადაც ეს მოცემულ ვითარებაში იყო შესაძლებელი. ეს სამოქალაქო ომის და ქვეყნის დამაქუცმაცებელი აფხაზეთის ომის დამთავრებიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ ხდებოდა. ეს შიშისა და დაბნეულობის, ძალადობისა და იზოლაციის, ტანჯვისა და უიმედობის დრო იყო. მიუხედავად ამისა, იყო უზარმაზარი ტალღა თავდადებისა და სურვილის - გაგვეხსნა ჯადოსნური ოთახის ნაპრალი, რომელმაც ჩვენი წარმოსახვა სრულად მოიცვა.
ჩვენთვის გადარჩენის ერთადერთი გზა ერთად ყოფნა, იუმორის გრძნობის შენარჩუნება, რეალობისგან განსხვავებულ ტალღაზე ცურვაში ერთმანეთის მხარდაჭერა იყო. ერთიანობისა და მთლიანობის უკეთესი განცდა რომ გვქონოდა, "გოსლაბი" დავირქვით. გართობასთან ერთად პროცესიც შეგვიყვარდა და საბოლოოდ, რაღაცნაირად, გადავრჩით.
დღეისათვის კოლექტიური ძალისხმევა უკვე აღარ არის აუცილებელი, რადგან ისეთი დაბრკოლება, როგორიცაა "ომი" აღარ არსებობს, ჩვენ კი ისეთ ადამიანებად ვიქეცით, რომლებმაც, ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და გზა საკუთარ შინაგან სამყაროში გაიკვალეს. ყოველივე ჭეშმარიტი, ისევე, როგორც კარგი ხელოვნება ხომ სწორედ შიგნიდან იღებს სათავეს.
"გოსლაბი" ან "გოსტლაბი" ("მოჩვენებების ლაბორატორია") მითის სახით ისევ განაგრძობს არსებობას. მითებს ხელშესახები მიჯნის მიღმა სიცოცხლისა და შთაგონების მიცემის უნარი შესწევთ.
 
http://www.goslab.de
 
 
„მეათე სართული თუ რასიომონის კარიბჭე“
 
ირინა პოპიაშვილი/ლუკა ცეცხლაძე
(საქართველო)
 
მეათე სართული საქართველოში ახალგაზრდა მხატვრებს შორის აღიარებული და საყვარელი ჯგუფია. თბილისის მე-2 ტრიენალეს ფარგლებში მოწყობილ გამოფენას არატრადიციული ფორმატი აქვს. მეათე სართულის ჯგუფის აქამდე ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ნამუშევრები და ფოტოები ლუკა ცეცხლაძის კედლის მხატვრობის ფონი იქნება. კედლის მხატვრობაში იქნება ტექსტები - ჯგუფის გამოფენების ქრონოლოგია და სხვადასხვა წევრის მოგონება და/ან ციტატა მეათე სართულზე.
დღეს უკვე ლეგენდად ქცეული მეათე სართულის ჯგუფი 1986 წელს ჩამოყალიბდა მამუკა ცეცხლაძის სახელოსნოში თბილისის სამხატვრო აკადემიაში. ეს იყო სამხატვრო აკადემიისა და მისი ლექტორების კონსერვატიულობით უკმაყოფილო ახალგაზრდა ქართველი მხატვრების თვითორგანიზებული, სპონტანურად შექმნილი გაერთიანება. ჯგუფს არც მანიფესტი ჰქონდა და არც მასში გაწევრიანების ოფიციალური მოთხოვნა არსებობდა. მხატვრები იკრიბებოდნენ და გვერდიგვერდ მუშაობდნენ სხვადასხვა არატრადიცულ მასალებსა და თემებზე. ჯგუფი გასნაკუთრებულად აქტიური იყო 1986-დან 90-იანი წლების დასაწყისის ჩათვლით, როცა მათ მრავალი გამოფენა გააკეთეს როგორც საქართველოში ასევე ქვეყნის გარეთაც.
 
 
ქალაქი რუსთავი
მისამართი: რუსთავის სივრცე / კლდიაშვილის 7-20 ქ. რუსთავი 3700
გახსნა: 3 ოქტომბერი, 15:00
 
 
BLOCK 21
 
ანა ჩადუნელი / გვანცა ჯიშკარიანი / თამარ ჩადუნელი / დავით მიგრიაული (საქართველო)
 
BLOCK 21-ის გუნდი: ალექსი სოსელია / გალაქტიონ ერისთავი / გიორგი სპანდერაშვილი / თამარ მუსხელიშვილი (საქართველო)
 
გამოფენა ღია იქნება ყოველდღე 13.00-დან 19.00 საათამდე, კვირის და ორშაბათის გარდა.
 
BLOCK 21 ქ. რუსთავში წარმოადგენს შექმნის პოცესში მყოფ პროექტს, რომელიც ტრიენალეს ფარგლებში გამოფენით გახსნის რეზიდენციის სივრცეს. ჯგუფის მუშაობის პრაქტიკა ქ. რუსთავში და არამხოლოდ, მთლიანი ტრიენალეს თემის ერთგვარი გამოძახილია, არამედ ყველა მანამდე განხორციელებული და მიმდინარე პროექტი წარმოადგენს გარემოში არსებული საჭიროებაზე რეაგირების შედეგად შემოქმედებითი ინციატივების ერთობლივი ძალებით განხორციელების მცდელობას.
 
 
გამოფენა ქ. რუსთავში BLOCK 21-ის ადგილობრივ არტისტებთან ერთად თანამშრომლობით გაიმართება. ფუნქციურად რეზიდენციისა და სტუდიისთვის განკუთვნილი სივრცე ერთ თვის განმავლობაში ტრიენალეს მიმდინარეობისას ერთგვარ გამოფენა-მანიფესტად გარდაიქმნება, რომელიც გააერთიანებს ვიზუალურ და ტექსტურ იდეებს, კომენტარებსა და გამოცდილებებს ქალაქისა და ტრიენალეს კონტექსტთან მიმართებაში. ნახსენები რეზიდენციის სივრცის გახსნა თავისმხირვ წარმოადგენს ადგილობრივ არტისტებთან კოლაბორაციის შედეგს.

აღნიშნული საცხოვრებელი ფართი 2014 წლეს თამარ და ანა ჩადუნელებმა გადასცეს BLOCK 21-ის გუნდს, დროებით რეზიდენციისა და სტუდიის სივრცის მოსაწყობად.
 
შინდისი
 
მამუკა ჯაფარიძე
(საქართველო)
გახსნა : 4 ოქტომბერი 17:00
 
საველე აკადემია
 
შინდისის საველე აკადემია თბილისის მე-2 ტრიენალეს ერთ-ერთი ლოკაციაა, სადაც მხატვარ მამუკა ჯაფარიძის რამდენიმე ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. შინდისი - თბილისის თავზე მდებარე მთის ფერდობზე განლაგებული სოფელი ქალაქისგან 6 კილომეტრით არის დაშორებული. საველე აკადემიის ნაკვეთზე პერმაკულტურული გარემო იქმნება, რისთვისაც პროექტის ავტორები პრაქტიკულ სამუშაოებს ასრულებენ - ზრუნავენ ნიადაგზე, მის ნაყოფიერებაზე, რათა მასზე შესაძლებელი იყოს როგორც საკვების, ისე - სხვადასხვა სამკურნალო მცენარის მოყვანა. მოცემული პროექტის მიზანია საჯარო ღონისძიებებისათვის სივრცის შექმნა. მათ შორის:
 

  • ბიო-ორგანული ვენახი - მამუკა ჯაფარიძის სკულპტურა, რომელიც მეფრინველეობისა და მეღვინეობის სიმბიოზს წარმოადგენს. ის ორი შრისაგან შედგება - პირველი შრე ფრინველებს მოიცავს, რომლებიც ნიადაგს მწერებისგან და პარაზიტებისაგან ასუფთავებენ და ნიადაგს ანოყიერებენ, მერე შრე კი უშუალოდ ვენახის სამუშაო სივრცეს წარმოადგენს.
  • მაგიდები მწერებისათვის - მიზნად ისახავს ყურადღების მიპყრობას ბუნებრივი ბალანსის დარღვევისადმი, რომელსაც ურბანულ სივრცეში ხელოვნური განათება იწვევს. „დღის შუქის“ არაბუნებრივი ხანგრძლივობით „დაბნეული“ მწერები ქცევის ჩვეულ მოდელებს იცვლიან, მიგრირებენ, ან ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოდან იქრებიან. „მაგიდები მწერებისათვის“ სამი მაგიდის / ლაითბოქსისაგან შედგება, რომლებიც დამთვალიერებელს სხვადასხვა მწერის მიკრო-ცხოვრებაზე ახლოდან დაკვირვების საშუალებას აძლევს.
  • მარანი ღია ცის ქვეშ - წრიულად განლაგებული იფნის ხეები მარნისათვის განკუთვნილ სივრცეს შემოსაზღვრავს. სპეციფიკური კლიმატი ღვინის მომზადებისათვის საგანგებო გარემოს ქმნის.
  • მცირე გალერეა აქტივობებისა და პროდუქციისათვის.

 
 
 
 
"124,908"
 
ტარა მაკდაუელი
(აშშ / ავსტრია)
 
"124,908" - ეს არის რუსთავის მოსახლეობის რაოდენობა 2014 წლის აღწერის თანახმად. 8 მხატვარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან „აქტივს კულტურისათვის“, ადგილობრივი არტისტების ქსელს, სტუდენტებსა და რუსთავის მაცხოვრებლებს ქალაქ რუსთავის საზოგადოებრივ სივრცეებში ადგილის-სპეციფიკური ნამუშევრების შექმნაში დაეხმარება. თითოეული საგამოფენო ნამუშევარი ადგილობრივი მასალისგან დამზადდება და დამონტაჟდება.
 
“124,908”-ს აუდიტორიასთან კომუნიკაციის წარმართვის მიზნით თბილისში დაიბეჭდება ორენოვანი საგამოფენო გზამკვლევი, რომელიც რუკის, პოსტერის და საგამოფენო გზამკვლევის ერთობლიობა იქნება. რუსთავის რუკაზე განისაზღვრება მხატვრის ინტერვენციების ადგილები და მოვლენების პროგრამა. ის შეატყობინებს რუსთავის მოსახლეობას, რა ხდება ქალაქში, სად და როდის.
 
მაჩხაანი
 
მისამართი: ქვემო მაჩხაანის თეატრი
გახსნა: 10 ოქტომბერი, 15:00
 
პერფორმანსი მაჩხაანის ძველ თეატრში
 
მარეიკე ვენცელი (გერმანია) / თამთა მელაშვილი (საქართველო) / ლილი მამულაშვილი (საქართველო)/ხატია ჭოხონელიძე (საქართველო)/სალომე დუმბაძე (საქართველო) / ქეუ მეფარიშვილი (საქართველო)/ მარიამ გაბრიჩიძე (საქართველო), იკა ჯოჯუა (Aghnie)(საქართველო)/ (საქართველო)/სალომე პაპუაშვილი (საქართველო)/ ლუკა პაპუაშვილი (საქართველო)/ მაკა ჭუჭულაშვილი(საქართველო)/ თორნიკე პაპუაშვილი(საქართველო) /ფრიდონ მენთეშაშვილი(საქართველო)/მიშა მენთეშაშვილი(საქართველო)
 
 
 
თბილისის მეორე ტრიენალესთვის მარეიკე ვენცელი, მსახიობი და პერფორმერი მაჩხაანის ძველ თეატრში ადგილობრივ სპეციფიკაზე აგებულ პერფორმანსს წარმოადგენს.
 
გამოგონილი სტრუქტურის ფარგლებში პერფორმერები (თანამედროვე ხელოვნების ცენტრის სტუდენტები და მაჩხაანის სკოლის მოსწავლეები) რომლებსაც შტაბ-ბინა ძველ თეატრში ექნებათ, სოფელში დაარსებენ ფიქტიურ ადმინისტრაციას. თეატრის გასაცოცხლებლად, რომელიც ოდესღაც რეგიონის კულტურული თავშეყრის მთავარი ადგილი იყო, შეიქმნება ახალი კავშირები და კოლექტივები. ფიქტიური ადმინისტრაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს სოფელ მაჩხაანში მცხოვრები ადამიანების მოგონებების, ხელობებისა თუ სურვილების მონაცემთა ბაზის შექმნა.
 
მონაცემთა ბაზა თბილისის ტრიენალეს განმავლობაში მაჩხაანში გამართული პერფორმანსების საფუძველი იქნება. მოგონებები აღდგება, სურვილები საქმედ იქცევა, ხელობების შესახებ ცოდნა კი გაზიარდება. თეატრს - ოდესღაც ცოდნისა თუ გამოცდილებების გაცვლის ადგილს, დაუბრუნდება თავდაპირველი ფუნქცია და გადაიქცევა საზოგადო სივრცედ, სადაც მაჩხაანის შესახებ ახალი წარმოდგენები გათამაშდება.
 
პერფორმანსი უწყვეტია და ის ტრიენალეს სრული მიმდინარეობის მანძილზე გაგრძელდება. ტრიენალეს დასრულება თეატრის ხელახლა გახსნას აღნიშნავს და ის საზეიმოდ გადაეცემა სოფელ მაჩხაანის მაცხოვრებლებს.
www.mareikewenzel.com
 
 
 
გალერეა „ნექტარი“
 
მისამართი: დ. აღმაშენებლის 16
გახსნა:21-25 ოქტომბერი, 19:00
 
"საკუთარი ოთახი "ნექტარში"
 
ფრანცისკა კოხი/რომი რიუგერი/ვიმ კოხი
(შვეიცარია)
 
 
"საკუთარი ოთახის" კონცეფციაზე დაყრდნობით მხატვრებს თბილისის მეორე ტრიენალესათვის სურთ გალერეა ნექტარის სახელოვნებო სივრცეში "თვითორგანიზებადი სისტემების" შექმნა. ეს კვლევის, გაცვლის, პროდუქციისა და ინფრასტრუქტურის ღია თანამშრომლობით პლატფორმა იქნება. არტისტები მოაწყობენ მუსიკალურ სივრცეს, ჩანაწერების მოსასმენ ოთახს, პერფორმანსისა და ღია დისკურსისათვის განკუთვნილ ექსპერიმენტულ სივრცეს.
არტისტები საქართველოში არსებულ მუსიკოსებთან, კოლეგებსა და ხმის კოლექციონერებთან ერთად იმუშავებენ მუსიკალურ საღამოებზე, დიჯეი ლექციებზე, რადიო დადგმებზე, ფირის ჩაწერაზე და თვითორგანიზებული გამოცემების, დისტრიბუციისა და წარმოების მდგომარეობის შესახებ დისკუსიებზე.
მხატვრები „ნექტარში“ ხუთი დღის მანძილზე ქართველ მონაწილეებთან ერთად სხვადასხვა საკვლევ მასალაზე - ჩანაწერთა კოლექციაზე, საუნდ-არქივებზე, ფენზინებსა და საშემსრულებლო ფორმატებზე იმუშავებენ.
 
 
საქართველოს მწერალთა სახლი
 
მისამართი: ი. მაჩაბლის 13 / თბილისი 0105
გახსნა: 22 ოქტომბერი, 17:00
 
‘MAF’-ის მემუარები
 
კურატორი: ხათუნა ხაბულიანი (საქართველო)
 
 
მაფ_მედია არტ ფერმა 2000-იანების დასაწყისის ერთ-ერთი პირველი თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუცია იყო, რომელიც თანამედროვე ქართული ხელოვნების ისტორიის შემქმნელთა შორისაა. მაფ_მედია არტ ფერმის მოღვაწეობა იმ პერიოდის არსებულ კონტექსტში გუნდური მუშაობის საინტერესო პრეცედენტი იყო, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის კულტურულ პროცესებში, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ლეგიტიმაციასა და პოპულარიზაციაში. საგანმანათლებლო პროექტებისა და კულტურული კავშირების განვითარების გარდა ორგანიზაციამ რამდენიმე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენა მოაწყო, მათ შორის აპენდიქს 2_დიფუზია და მისი ტოპოლოგია, რომლის ფარგლებშიც თბილისის საზოგადოებრივი სივრცეებში კონცეპტუალური ხელოვნების ნიმუშების პრეზენტაცია მოეწყო. თბილისის ტრიენალეს ფარგლებში წარმოდგენილი გამოფენა მაფ_მედია არტ ფერმის დოკუმენტაციასა და ერთ-ერთი პროექტის რიმეიქს მოიცავს. მაფის მემუარები ასევე წარმოადგენს მაფის ერთ-ერთი სექციის - ფოტოგრაფიისა და ახალი მედიების ინსტიტუტის ყოფილი სტუდენტების ახალ ნამუშევრებს.
 
 
 
 
მოძრავი გალერეა / პროექტი ArtBeat
 
გახსნა: 25 ოქტომბერი, 12:00
 
 
ჯგუფი „ბულიონი“
(საქართველო)
 
 

  1. ვინ ხართ? -არტ-ჯგუფი „ბულიონი“
  2. რას აკეთებთ? - ვმუშაობთ სხვადასხვა მედიაში, უმეტესად პერფორმანსებსა და სოციალურ თემატიკაზე.
  3. რამდენი ხანია ერთად მუშაობთ? - 2008 წლიდან.
  4. რატომ „ბულიონი“? - ამ სიტყვას ფრანგი ფილოსოფოსი, ჟან ბოდრიარი იყენებს მოდერნიზმთან მიმართებაში, სადაც სხვადასხვა დისციპლინას შორის საზღვრების მოშლაზე საუბრობს - ყველაფერი ერთ „კულტურულ ბულიონში“ იყრის თავს.
  5. ერთმანეთს როგორ უმკლავდებით? რთულია 6 კაცთან ერთად მუშაობა. ბევრს ვკამათობთ და ვჩხუბობთ კიდეც, მაგრამ დებატებში აზრთა გაცვლა-გამოცვლა ხდება, ეს საინტერესო პროცესია.
  6. ტრიენალესათვის რას გააკეთებთ? - კაზრეთი, სადაც ოქროს ჯერ კიდევ მოიპოვებენ ღია წესით, სადაც გაუთავებელი აფეთქებები მიმდინარეობს და ნარჩენები მდინარე მაშავერაში იყრება, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ადგილი ჩანს. ამ ფაქტს ნიადაგისა და წყლის ანალიზი და კვლევაც ადასტურებს. გვინდა, კაზრეთიდან ბოსტნეულის (კარტოფილი, ხახვი, სტაფილო) ნიმუშები წამოვიღოთ, შევფუთოთ და აქ გავყიდოთ.
  • იქნებ კარტოფილი არ იყოს დაბინძურებული?
  • შესაფუთ მასალაზე მიწისა და წყლის ანალიზის შედეგები უნდა დავაწეროთ. ნიადაგი, რომელიც მოწამლულია. წყალი, რომელიც დაბინძურებულია. ნუთუ იქ ჯანსაღი მოსავლის მოყვანა შესაძლებელია?

 
 
 
პროექტები საზოგადოებრივ სივრცეებში
 
 
რიყის პარკი / თბილისი
გახსნა: 2 ოქტომბერი, 14:00

 
„ურბანული სონგლაინი“
 
ალარდ ვან ჰურნი
(ნიდერლანდები)
 
 
ახალი ურბანული სონგლაინის შექნმა (სონგლაინ - სიმღერის ბილიკი - ბილიკი ავსტრალიურ მითოლოგიაში, რომელსაც სიმღერით ქმნიან), პერფორმანსი და შესაძლოა ინსტალაცია.
ნამუშევარი მიზნად ისახავს ადგილობრივი სპეციფიკის შესაბამისი საუნდის გენერირებით თბილისის საზოგადოებრივ სივრცეში არქიტექტურის მუსიკად გარდაქმნას. ნამუშევარი ეცდება, გახადოს მოსახლეობისთვის სმენადი ის, რაც ხილული და ცხოვრებისეულად განცდადია. ეს პროექტი დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, შექმნან მუსიკა შენობებისგან, ხიდებისგან, პარკებისგან და სხვადასხვა საჯარო სივრცეებისაგან. საზიარო სივრცეების აუდიოვერსიების შექმნით საშუალება გვეძლევა, ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ვფლობთ ჩვენს საცხოვრებელ თუ სამუშაო საჯარო სივრცეებს. პროექტში ადგილობრივი მაცხოვრებლები, არტისტები და დიზაინერები ჩაერთვებიან. ისინი შექმნიან სცენარებს, რომელთა მიხედვითაც შენობებსა თუ სხვა ობიექტებს საზოგადოებრივ სივრცეში გადათარგმნიან საუნდად, აქცევენ მუსიკად და ღია პერფორმანსად. ამის შედეგად მიღებული მუსიკით დიჯეები სემპლინგის დახმარებით სივრცეების დემოკრატიზაციას მოახდენენ . "ურბან სონგლაინი" მსოფლიოს საჯარო სივრცეებს გარდაქმნის მუსიკად, წარმოშობს კავშირების რითმულ ორგანიზმს, როგორც არქიტექტურის მოსმენის ქსელური გამოცდილების სისტემას იმისთვის, რათა ქალაქის გამოყენებისა და მასში მონაწილეობის ჩვენებური პერსპექტივა შევცვალოთ.
 
 
ძველი იპოდრომი
გახსნა: 17 ოქტომბერი, 15:00
 
ჯონ ირიგოიენი
(ფინეთი/ესპანეთი)
 
 
ჯონ ირიგოიენის პროექტი თბილისის მეორე ტრიენალესათვის წარმოადგენს ინტერესთა ჯგუფთან კოლაბორაციის პროცესს თემის გაერთიანებისთვის განსაზღვრული აქტივობებისა და ღონისძიებების მეშვეობით. პროექტი ნატა ფერაძესთან/პარტიზანულ მებაღეობასთან თანამშრომლობით განხორციელდება.
პროექტის სამუშაო სივრცე იქნება ძველი იპოდრომის პარკი - რეკრეაციული სივრცე საბურთალოს დასახლების მახლობლად. ეს სივრცე - ძველი საბჭოთა იპოდრომის ნანგრევები დღეისათვის პოპულარული საჯარო ადგილია, სადაც სხვადასხვა ინტერესების, წარსულისა და წარმოშობის ხალხი ხვდება ერთმანეთს. ეს მნიშვნელოვანი ალტერნატიული სოციალური სივრცეა. თავშეყრისა და ზეიმების მრავალფეროვანი პროცესების მეშვეობით პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების, სოციალური აქტივობებისა და სამეზობლოების განსხვავებული დინამიკის გაძლიერებასა და ხელშეწყობას.
მოსალოდნელი შედეგებია "საერთო ჰორიზონტალური საზოგადოებრივი მოძრაობების", "ტერიტორიის", "საზოგადოების გაძლიერებისა" და "საჯარო სივრცეში განხორციელებული სახელოვნებო პრაქტიკის" ცნებების განვითარება და სიტუაციური კვლევა.

 

 
გუდიაშვილის სკვერი
თბილისი
გახსნა , 18 ოქტომბერი 17:00
 
Sara & Natascha
 
 
 
სამგორი
 
მისამართი: სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორია
გახნსა: 3 ოქტომბერი, 14:00
 
 
სამგორი
 
ქრისტიან ელოვარა დინეზენი
(დანია)
 
პროექტი წარმოადგენს ადგილობრივ სპეციფიკაზე მორგებულ კედლის მხატვრობას; ახალი ვიზუალური იდენტობის შექმნას, რომელიც ამავდროულად მრავალფეროვანი, ფერადი და სოციალურია. კონკრეტულ სივრცეებზე მორგებული ყველა ნახატი, რომელსაც არტისტი ამ 10 დღის განმავლობაში შექმნის, ირგვლივ არსებული ადამიანებისა და სივრცეებისგან იქნება შთაგონებული. დოკუმენტაცია, რასაც მოიპოვებს და საინტერესოდ ჩათვლის (ფოტო, ტექსტი, ნივთები) პირად, კერძო სივრცეში იქნება გამოფენილი. შეიქმნება რუკა, რომელიც ადამიანებს არტისტისთვის საინტერესო ნივთების, სივრცეებისა და ხალხისაკენ გაუძღვება.
 
 
 
თბილისის ტრიენალეს 'ვორკშოპებისა და ლექციების პროგრამა'
 
CCA - თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - თბილისი
მისამართი: უზნაძის 51, თბილისი 0102
 
საჯარო ლექცია
4 ოქტომბერი, 17:00
 
გორდონ ჰოლი, „ექსპერიმენტული ლექციების ცენტრის“ შემქმნელი
(აშშ)
 
„ექსპერიმენტული ლექციების ცენტრის“ შემქმნელი - გორდონ ჰოლი ისაუბრებს პროექტის დაარსების შესახებ, მიმოიხილავს რა მის ფილოსოფიურ და კრიტიკულ საფუძვლებს.ნაჩვენები იქნება ლექციების ნაწყვეტები ცენტრის არქივიდან, მათ შორის ჰოლის ლექცია-პერფორმანსი, ‘Read me that part a-gain, where I disin-herit everybody’ (2014) - ექსპერიმენტული ლექცია ექსპერიმენტული ლექციების შესახებ. ექსპერიმენტული პედაგოგიისა და ცოდნის შექმნის ხორცშესახმული პროცესის შესახებ დისკუსია ღია იქნება.
 
 
 
 
 
კულტურა როგორც ურთიერთობის ენა - „თავისუფალი ჩვენება“
 
27ოქტომბერი - 12:00-17:00
28 ოქტომბერი - 16:00-20:30
 
ანუკა ლომიძე
(საქართველო)

რა ვიცით ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ან სახელმწიფოს აღზრდის ქვეშ მყოფი ბავშვების შესახებ? რამდენჯერ დავფიქრებულვართ, რომ ე.წ. „ბავშვთა სახლში“ მიტოვებული სახეების ან ქუჩაში შეხვედრილი ნებისმიერი პატარა გამოწვდილი ხელის უკან საზოგადოების ის წევრი დგას, რომლისთვისაც, ვალის მოხდის ან თავიდან მოშორების მიზნით ჩაჩხრიალებულ ხურდაზე ან ფოჩიან შოკოლადთან ერთად გაგზავნილ საჩხარუნოზე მნიშვნელოვანი ჩვენგან, შეიძლება სამეგობროდ მიწოდებული ხელი იყოს?..

„კულტურა როგორც ურთიერთობის ენა“ რთულად საკომუნიკაციო ჯგუფებთან ხელოვნების ენაზე დიალოგის წარმართვის, სტაბილური კავშირის დამყარებისა და ურთიერთობის შემეცნებითად გაგრძელების საშუალებას იძლევა.
ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, სახელმწიფოს აღზრდის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნები და კონკრეტული გამოცდილების მქონე მხატვრები, კინოსპეციალისტებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ სამუშაო შეხვედრებში და გაივლიან თვითორგანიზაციული უნარების გააქტიურების აუცილებლობის, კულტურული ინიციატივების დამოუკიდებლად განხორციელების, კინოხელოვნების როგორც საკომუნიკაციო და სადისკუსიო საშუალების გამოყენების, ინდივიდიუალური ჩვენების ორგანიზებისა და წარმართვის თემებს, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი უშუალოდ ჩვენების სივრცის საკუთარი რესურსით მოწყობასა და ხელნაკეთი დასაჯდომებითა თუ ეკრანით აღჭურვის საკითხს დაეთმობა.
სამუშაო პროცესის ბოლოს, საკუთარი ხელით შექმნილ სივრცეში, ბავშვები დამოუკიდებლად შეძლებენ ინდივიდუალური თავისუფალი კინოჩვენების ორგანიზებას რომელიც მაყურებელთან ინდივიდუალური ინტერესის მიხედვით არჩეული ფილმის ირგვლივ დისკუსიით დასრულდება.
საზოგადოებასთან დიალოგს ამ შემთხვევაში, ისინი წაიყვანენ.
 
 
 
ლექცია-პერფორმანსი "პეჩაკუჩას" ფორმატში
გახსნა: 1 ოქტომბერი, 19:00
 
იესპერ აბილი
(დანია)
 
ლექცია-პერფორმანსი "პეჩაკუჩას" ფორმატში (20 სლაიდი, თითო 20 წამი, ჯამში 6 წუთი და 40 წამი + შესავალი) ნახატების, ფოტოებისა და ილუსტრაციებისგან შემდგარი 20 პოსტერის თანხლებით. ეს არის პერფორმანსი ორი ადამიანის მონაწილეობით, სადაც ერთი პოსტერზე გვიყვება, ხოლო მეორე პოსტერს საზოგადოებას უჩვენებს. ლექციის ჩატარება შესაძლებელია მარტივად, საჭიროა მხოლოდ 2 ადამიანი, მუყაოს პოსტერების შეკვრა და თანდართული ტექსტი. იქნება ასევე ონლაინ პრეზენტაცია, რომლის ნახვაც შესაძლებელი იქნება სმარტფონებზე, ტაბლეტებსა და რა თქმა უნდა კომპიუტერებზე.
ლექციები ჩატარდება ქართულ ენაზე, დასწრება თავისუფალია.
 
 
 
კავკასიური სახლი
 
მისამართი : გ.ტაბიძის 20; თბილისი, 0105
გახსნა: 29 ოქტომბერი, 19:00
„თანამშრომლობა - ძლიერი სოფლისათვის“
 
1921 წლამდე საქართველოში არსებობდა ინტერესთა ჯგუფების, თემის, სოფლის გაერთიანების არაერთი მაგალითი სხვადასხვა საკითხისა და პრობლემის გარშემო : შრომითი გაერთიანებები ანუ ამხანაგობები, რომელთა მიზანი შრომითირ რესურსის გაერთიანება იყო, სასოფლო გაერთიანებები, რომლის მიზანი სოფლის მართვის პროცესში მოსახლეობის ჩართულობა იყო, ანდა საზოგადოებრივ-კულტურული გაერთიანებები, რომლებიც ცდილობდნენ სოფლად ან ქალაქში კულტურის დამატებითი სერვისების შექმნას ან საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარებას.
 
სათემო განვითარების ცენტრი (CDC) და თანამედროვე ხელოვნების ცენტრი-თბილისი (CCA - Tbilisi) სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან თანამშრომლობით, ასევე საბჭოთა კვლევის ლაბორატორიისა (SOVLAB) და კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგის პარტნიორობითა და ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით წარმოადგენს პროექტს „თანამშრომლობა - ძლიერი სოფლისათვის“. პროექტი ზემოაღწერილ ტრადიციულ გაერთიანებათა 10-მდე მაგალითის კვლევასა და ვიზუალიზაციას გვთავაზობს. ვიზუალური მასალა გამოფენისა და პუბლიკაციის სახით 29 ოქტომბერს, „კავკასიურ სახლში“ იქნება წარმოდგენილი.