Open Call

შემოქმედებითი მედიაცია 

სამაგისტრო პროგრამა 2017

 

შემოქმედებითი მედიაციის საგანმანათლებლო პროფილი ჩამოყალიბდა იმ იდეაზე დაყრდნობით, რომ თანამედროვე სახელოვნებო პრაქტიკა ცდება სახელოსნოს და გალერეის კონტექსტს და გულისხმობს ადამიანის გარემოსა და სოციალურ სტრუქტურებში აქტიურ მონაწილეობას. დღეს ხელოვანი არა მხოლოდ ესთეტური არტეფაქტების შემქმნელი, არამედ საზოგადოებაში ახალი ვითარებებისა და კავშირების გენერატორი - ინიციატორი, კურატორი, ან პროდიუსერია.

 

სახელოვნებო საქმიანობის არაფორმალური, სრულგანაკვეთიანი სამაგისტრო პროგრამა, ცხრა თვე გრძელდება. 

 

პროგრამა ფოკუსირებულია სტუდენტების ისეთი უნარებითა და საშუალებებით აღჭურვაზე, რომლებიც აუცილებელია თანამდროვე ხელოვნების სამყაროში ფუნქციონირებისათვის და მოიცავს სრულ პროცესს ვიზუალური ხელოვნების შექმნიდან კონტექსტუალიზაციამდე.

 

 

 

სამაგისტრო პროგრამაზე მისაღებად საბუთების გამოგზავნის ვადაა: 

20.01.2017 - 13.01.2017

მისამართზე:

applycca@gmail.com

 

საბუთების ჩამონათვალი:

- CV ან პორტფოლიო

- სამოტივაციო წერილი 

- არგუმენტაცია დაფინანსების მოთხოვნაზე.

 

 

სასწავლო კურსი გრძელდება 

2017 წლის დეკემბრამდე. 

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

არაფორმალური სამაგისტრო პროგრამა სრულგანაკვეთიანია. 

 

ყველა სტუდენტი ვალდებულია გააფორმოს ცხრა თვიანი სასწავლო კონტრაქტი.

ჩარიცხული სტუდენტი ვალდებულებას იღებს მონაწილეობა მიიღოს ცენტრის მიერ სასწავლო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში. 

 

ჩარიცხული სტუდენტები ისწავლიან შემდეგ პროგრამებს:

 

ვორქშოფის ტიპის კურსი:

• შემოქმედებითი მედიაცია - კონტექსტის პროდუქცია - ვატო წერეთელი

• ვიდეო მონტაჟი - დაჩი იჩუაიძე

• კონცეპტუალური ფოტოგრაფია - მარიკა ასათიანი/ვატო წერეთელი

• აუდიო/საუნდ არტი - გიორგი ჟორჟოლიანი/დიმა დადიანი

• საველე აკადემია/ბიო მეურნეობა - მამუკა ჯაფარიძე

• კრიტიკული წერა - ანუკა ლომიძე

• სივრცის მოდელირება - კოტე ჯინჭარაძე

• მომთაბარე ცხოვრების წესი - გორანი

• კონტექსტუალური პერფორმანსი - ნადია წულუკიძე

• ხელობათა კვლევა - ნინო სეხნიაშვილი/გიორგი ცაგარელი

• ფერწერა - თეა გვეტაძე

• შემოქმედებითი პროექტის მენეჯმენტი-პრაქტიკული სესიები - გიორგი სპანდერაშვილი

• ვიზუალური ხელოვნების ორგანული ტექნოლოგიები - ზაქრო შიოშვილი

• პერფორმანსი - მარეიკე ვენცელი 

 

თეორიული კურსი

• მოძრავი გამოსახულება/ვიდეო არტი - გიორგი სუმბაძე

• ინსტალაცია - მამუკა ჯაფარიძე

• ფოტოგრაფია - გიორგი დადიანი

• მუსიკა და გამოსახულება - თემურ ბაკურაძე

• თანამედროვე ხელოვნების თეორია - ხათუნა ხაბულიანი

• იკონოგრაფია - ლალი პერტენავა

• კინოს თეორია - დიანა მაღლაკელიძე

• კინო და დრო - დავით ჩუბინიშვილი

• აღმოსავლური შემეცნება - ზურა ბადრიაშვილი

• ფსიქოლოგია - ნინო მახაშვილი

• სოციოლოგია - ნანა სუმბაძე

 

ორგანიზაციის მთავარი პარტნიორი 

dvv international-ის რეგიონული ოფისია.

 

Dvv international Georgia 2017 წელს თანამედროვე ხელოვნების ცენტრთან თანამშრომლობით სტუდენტებისათვის ნაწილობრივ ან სრულ სტიპენდიას გასცემს სოციალური სტატუსის მიხედვით.

არაფორმალურ საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის ღირებულება წლის განმავლობაში 2000 ლარს შეადგენს. 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ოფიციალური Facebook გვერდი: 

CCA - Center of Contemporary Art – Tbilisi

მისაართი:

დ.უზნაძის 51 / თბილისი

 

მერი თათარაშვილი

არაფორმალური სამაგისტრო პროგრამის კურატორი

(+995) 555 745 799

Merrus.tatarashvili@gmail.com

 

ალექსი სოსელია 

ცენტრის დირექტორი

(+995) 555 383 216

lsoselia@gmail.com

 

ვატო წერეთელი

ცენტრის დამფუძვნებელი

(+995) 577 468 446

wato@cca.ge